ამერიკელი მაღალჩინოსანი – აშშ-მა ისრაელს ბომბების მიწოდება შეუჩერა

-ის პრეზიდენტ ს ადმინისტრაციამ გასულ კვირას ისრაელს იარაღის მიწოდება შეუჩერა და ეს გადაწყვეტილება ქალაქ რაფაჰში ს შეჭრის გეგმასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო მიიღო, – ამის შესახებ ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა Reuters-სა და ორ სხვა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა.
„დავიწყეთ ისრაელში კონკრეტული იარაღის შეთავაზებული გადაცემის გულდასმით განხილვა, რომელიც შეიძლება რაფაჰში გამოეყენებიათ. ამ განხილვის შედეგად, შევაჩერეთ იარაღის ერთი პარტია გასულ კვირას. ის შედგება 2 000 ფუნტიანი 1 800 ბომბისგან და 500 ფუნტიანი 1 700 ბომბისგან,“ – განაცხადა აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.
ოთხმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც გადაიდო მინიმუმ ორი კვირით, მოიცავდა Boeing-ის მიერ წარმოებულ პირდაპირი თავდასხმის საბრძოლო მასალებს, რომლებიც არამართვად ბომბებს ზუსტ მართვად, ასევე მცირე დიამეტრის ბომბებად გარდაქმნის.

ასევე დაგაინტერესებთ