რუსეთმა მასირებული შეტევა მიიტანა უკრაინის ენერგოობიექტებზე

რუსეთმა რაკეტებით და დრონებით ზე მიიტანა მორიგი მასირებული შეტევა. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე 8 მაისს, შუაღამის შემდეგ გამოცხადებული საჰაერო განგაში დილის 6 საათამდე გაგრძელდა.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, ს საოკუპაციო ძალებმა რაკეტებით და დრონებით დაარტყეს ელექტროენერგიის გენერაციის და გადამცემ ობიექტებს პოლტავის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის და ვინიცის ოლქებში. სამინისტროს თანახმად, ზარალის აღწერასთან ერთად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს ელექტროენერგია ეკონომიურად მოიხმარონ განსაკუთრებით დილის და საღამოს საათებში.
2024 წლის დასაწყისიდან რუსეთმა ისევ გაააქტიურა უკრაინის ენერგოობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით თავდასხმები.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ 5 მაისს განაცხადა, რომ ბოლო თვეებში რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემას მიაყენა ერთ მილიარდ დოლარზე მეტის ზარალი.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის