უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო – ექვს ოლქში ენერგეტიკულ ობიექტებზე მასიური თავდასხმა მოხდა

რუსული ძალები წუხელ უკრაინის ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ობიექტებს ექვს ოლქში დაესხნენ თავს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დარტყმები განხორციელდა პოლტავას, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის და ვინიცის ოლქებში. შედეგები ზუსტდება. სპეციალისტები უკვე მუშაობენ თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად.
„ელექტროენერგიის ეკონომიური გამოყენება თითოეული ჩვენგანის წვლილია გამარჯვებაში. პასუხისმგებლობიანი მოხმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დილის და საღამოს საათებში“, – აცხადებენ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში.

ასევე დაგაინტერესებთ