აშშ-ში ბრალი წაუყენეს რუს ჰაკერს და მის დასაკავებლად 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში 26-პუნქტიანი ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს ს მოქალაქეს, 31 წლის დმიტრი ხოროშევს, რომელიც ამერიკელი და ბრიტანელი გამომძიებლების ინფორმაციით, ინტერნეტ-გამომძალველთა დაჯგუფების, LockBit-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელია. ვორონეჟელ ხოროშევს თაღლითობისა და გამოძალვისთვის ბრალი 7 მაისს წაუყენა ნიუ-ჯერსის საოლქო სასამართლომ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ხოროშევის დაკავებას. გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ დმიტრი ხოროშევის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედეს.
ხოროშევი ცნობილია სახელებით LockBitSupp-ი, LockBit-ი და putinkrab-ი. -ის იუსტიციის სამინისტროს თანახმად, დმიტრი ხოროშევის მიერ 2019 წელს შექმნილმა LockBit-მა თაღლითური პროგრამების მეშვეობით შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში 2000-ზე მეტ ადამიანს გამოსძალა 100 მილიონ დოლარზე მეტი.
2024 წლის თებერვალში საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა განაცხადა, რომ LockBit-ის ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოიყვანეს და დაადგინეს ჰაკერთა დაჯგუფებასთან კავშირში ეჭვმიტანილი 200-მდე პირის ვინაობა. მალევე LockBit-მა გამოაცხადა, რომ თავისი სერვერების მუშაობა აღადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის