რუმინეთის პრეზიდენტი – მზად ვარ, უკრაინაში Patriot-ის სარაკეტო სისტემის გაგზავნის საკითხი განვიხილო

რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, მზადაა, ში Patriot-ის სარაკეტო სისტემის შესაძლო გაგზავნის საკითხი განიხილოს.
მედიის ინფორმაციით, ამერიკელ კოლეგასთან, ჯო ბაიდენთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ, იოჰანისმა განაცხადა, ბოლო კვირებში მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, თუ ვის შეუძლია უკრაინისთვის Patriot-ის მიწოდება.
”პრეზიდენტმა ბაიდენმა ეს ახსენა ჩვენს შეხვედრაზე და მე ვთქვი, რომ მზად ვარ დისკუსიისთვის. ეს საკითხი თავდაცვის უმაღლეს საბჭოში უნდა განვიხილო, რათა ვნახოთ, რისი შეთავაზება და სანაცვლოდ რისი მიღება შეგვიძლია, რადგან მიუღებელია რუმინეთის დატოვება საჰაერო თავდაცვის გარეშე“, – განაცხადა იოჰანისმა.

ასევე დაგაინტერესებთ