ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მევიოლინე ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა

78 წლის ასაკში მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
მუსიკოსი ქალაქ თბილისში 1946 წლის 2 აგვისტოს დაიბადა. დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია 1970 წელს.
1970–1992წწ. იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995წწ. საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი; 1965 წლიდან გასტროლებს მართავს საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში; 1974 წელს მის შესახებ გადაღებულია იაპონური დოკუმენტური ფილმი; 1975 წელს გადაღებულია ფინურ მხატვრულ ფილმში “სიბელიუსი”; გასული საუკუნის 90-იან წლებში მევიოლინეს შემოქმედება მჭიდროდ დაუკავშირდა გერმანიას; 1990 წელს ლიანა ისაკაძემ გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც უკვე ოც წელზე მეტია “ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის” სახელით მოღვაწეობს; 1992 წელს ინგოლშტადტში დააარსა თავისი პედაგოგის დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია; ლ. ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა; იგი ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა, 3 წლის ასაკში გახდა მევიოლინე; მისი დაკვრა გამოირჩევა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობით, ვირტუოზულობით; მის რეპერტუარშია კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშები; ქართველი კომპოზოტორების მთელი რიგი ახალი ნაწარმოებების (მაგ. ო. თაქთაქიშვილის სავიოლინო კონცერტი) პირველი შემსრულებელია; არის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ბათუმის “ღამის სერენადები”-ს ორგანიზატორი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.