ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედიკამენტების ფასები და ხელისუფლების ტყუილი | ფარმაცევტული კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროს სიცრუეში ამხელენ

ხალხის შეცდომაში შეყვანის მცდელობა - ფარმაცევტული კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროს სიცრუეში ამხელენ. ირკვევა, რომ მედიკამენტები აფთიაქებში 20-25 პროცენტიანი ფასნამატით იყიდება, ამ დროს კი სამინისტრო ქსელებს წამლების 3000%-პროცენტიანი ფასნამატით გაყიდვაში ადანაშაულებს.
PSP-მ გაასაჯაროვა დოკუმენტებიც, სადაც ჩანს, რა ფასად შემოაქვს წამალი იმპორტიორს და შემდეგ რამდენია ფასნამატი აფთიაქეში. ამ დოკუმენტებით დგინდება, რომ ნამატი 20%-ის ფარგლებში მერყეობს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ნათელი მაგალითი - აცხადებენ ექსპერტები და ხელისუფელბას ადანაშაულებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.