ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ქალაქ ტარასკონის ციხესთან ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ქალაქ ტარასკონის ციხესთან ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს

საფრანგეთის ქალაქ ტარასკონის ციხესთან ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული არხი BFMTV-ი ავრცელებს.­
BFMTV-ის ცნობით, საფრანგეთის ციხეებზე თავდასხმების სერია გრძელდება და ამჯერად, საფრანგეთის ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტის ქალაქ ტარასკონში მდებარე ციხის ავტოსადგომზე ცეცხლი სამ ავტომობილს წაუკიდეს.
„დღეს დილით ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს“, - აღნიშნა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა, ჯერალდ დარმანინმა.
საფრანგეთის ციხის ოფიცერთა პროფკავშირის, UFAP-ის გენერალურმა მდივანმა, ემანუელ შაბომ განაცხადა, რომ ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტის კიდევ ერთი ციხის თანამშრომელს ავტომობილი სახლის წინ დაუწვეს.
ცნობისთვის, მანამდე საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა, ჯერალდ დარმანინმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ საფრანგეთში თავდასხმები, სულ მცირე, ექვს ციხეზე განხორციელდა. დარმანინმა განაცხადა, რომ თავდასხმები სახელმწიფოს დესტაბილიზაციის მცდელობასა და ტერორისტულ აქტებს წარმოადგენს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.