მედია: ორივე მოსამართლე თავისი თანამდებობა ათწლეულების განმავლობაში ეკავა და აქციის მონაწილეების, ხელოვანებისა და აქტივისტების გასამართლებაში მონაწილეობდნენ

ირანში უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე, ალი რაზინი და მოჰამედ მოღისეჰი სასამართლოში შეიარაღებულმა პირმა მოკლა.

ირანის სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტოს, Mizan-ის ცნობით, თავდასხმისას დაცვაც დაშავდა, თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა.

Mizan-ის განცხადებაში თავდასხმა დაგეგმილ მკვლელობად არის მოხსენიებული.

ამასთან, საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით, პირველადი გამოძიებით, თავდამსხმელი უზენაესი სასამართლოს მიერ განხილულ საქმეებში არ ფიგურირებდა.

მოტივი ჯერჯერობით უცნობია და გამოძიება მიმდინარეობს.

ორივე მოსამართლე თავისი თანამდებობა ათწლეულების განმავლობაში ეკავა და აქციის მონაწილეების, ხელოვანებისა და აქტივისტების გასამართლებაში მონაწილეობდნენ.

2019 წელს აშშ-მ მოღისეჰს სანქციები დაუწესა “უამრავი უსამართლო სასამართლოს [განხილვისთვის], რომელთა ფარგლებშიც ბრალდებები დაუსაბუთებელი, მტკიცებულებები კი უგულებელყოფილი იყო”. მანამდე, 2011 წელს მოღისეჰის წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირმა მიიღო.

ერთ-ერთ შემთხვევაში მოღისეჰმა Facebook-ის 8 მომხმარებელს რეჟიმის საწინააღმდეგო საჯაროობისთვისა და რელიგიის შეურაცხყოფისთვის ჯამში 127 წლით პატიმრობა განუსაზღვრა, 2019 წელს ცნობილი ირანის უფლებადამცველი, ნასრინ სოტოუდეჰს კი 33 წლით პატიმრობა და 148 როზგი მიუსაჯა.

1999 წელს რაზინი მკვლელობის მცდელობას გადაურჩა. ირანის ყოფილ პრეზიდენტთან, ებრაჰიმ რაისისთან ერთად მას 1988 წელს ათასობით პოლიტიკური პატიმრის გასამართლებასა და სიკვდილით დასჯაში სდებენ ბრალს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან