ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეგან მობსი: მამა, ხმაურიანი ღამეა კიევში! განცდა მაქვს, რომ რუსებს მშვიდობა არ სურთ

მეგან მობსი: მამა, ხმაურიანი ღამეა კიევში! განცდა მაქვს, რომ რუსებს მშვიდობა არ სურთ
"შეიძლება, ეს ღამის სიჩუმეში მომხდარი აფეთქებები და სროლის ხმებია, მაგრამ რაღაც უცნაური განცდა მაქვს, რომ რუსებს მშვიდობა არ სურთ" - წერს უკრაინაში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კით კელოგის შვილი, მეგან მობსი X-ზე.
"რამდენიმე უკრაინულ ქალაქს ესხმიან თავს. რუსეთს უნდა, დაგაჯეროთ, რომ საპასუხო დარტყმები მიაქვს, მაგრამ უკრაინის წერტილოვანი იერიშები მშვიდობიან მოსახლეობაზე რუსეთის უწყვეტ თავდასხმებზე საპასუხოდ მოხდა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც პუტინმა ცეცხლის შეწყვეტაზე უარი თქვა. მას მხოლოდ მეტი ომი და მთელი უკრაინა უნდა" - წერდა კელოგის შვილი წინა პოსტში.
ცნობისთვის, მეგანი არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაცია R.T. Weatherman Foundation-ის პრეზიდენტია, რომელიც 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინას დახმარებას უწევს.
გასული სამი წლის განმავლობაში მეგან მობსი გადამწყვეტ როლს თამაშობდა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მხრივ.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.