არქივი24 მაისი, 2024, 06:22
“მასწავლებლები რუსული კანონის წინააღმდეგ” – განათლების კოალიცია დღევანდელ მარშს უერთდება
განათლების კოალიცია თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე დაგეგმილ მარშს უერთდება.
როგორც ღონისძიების ანონსშია ნათქვამი, აქციის მონაწილეები დედაენის ბაღში, 18:00 საათზე შეიკრიბებიან და ძირითად მსვლელობას შეუერთდებიან.
“მასწავლებლები რუსული კანონის წინააღმდეგ. პროტესტი გრძელდება. ვიკრიბებით დედაენის ბაღში და ვუერთდებით მარშს თავისუფლების მოედანზე”, – წერია განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.