მასშტაბური ამნისტიის ინიციატივა – ვინ (არ) უჭერს მხარს კანონპროექტს?

მასშტაბური ამნისტიის ინიციატივით გამოდის – „გირჩის“ ახალ ინიციატივას „ლელოს“ და გახარიას პარტიის გარდა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს.
„გირჩის“ მომზადებულ ამნისტიის პროექტის განხილვას პარლამენტი მალე დაიწყებს, ამნისტია მძიმე ნარკოტიკის რეალიზატორებს არ შეეხებათ, თუმცა სასჯელი შეუმცირდებათ ან სრულად გათავისუფლდებიან ის ადამიანები, ვინც ციხეში განსაკუთრებით დიდი ოდენების მარიხუანას შენახვის ბრალდებით გაუშვეს.
ინიციატივა ეხებათ უვადო პატიმრებს და სამოხელეო დანაშაულისთვის დაკავებულებსაც.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, “გირჩის” ინიციატივას მხარს უჭერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, ხატია დეკანოიძე, პროექტს სავარაუდოდ მხარს დაუჭერენ ევროპელი სოციალისტებიც კი.
ხვიჩიას ინიციატივის მიხედვით, ციხის კარი დაახლოებით 5 000 პატიმრისთვის გაიღება. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, ყველა პატიმარს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდება. ხვიჩია ფიქრობს, რომ ამნისტია უნდა შეეხოს სამოხელეო დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს.
კანონპროექტის ავტორი, არ მალავს, რომ იმ შემთხვევაში თუ დიდი ამნისტია გამოცხადდება და სასჯელაღსრულებას 5 000 პატიმარი დატოვებს, შესაძლოა, მათ ხმები გადამწყვეტ არჩევნებზე “ქართული ოცნების” სასარგებლოდ მისცენ.
“ჩემი აზრით, პრემიერი მართალია და ჩვენ მაქსიმუმ 5 500 პატიმარი უნდა გვყავდეს. ჩემი აზრით (ხმები) გადანაწილდება, თუმცა ვინც ყველაზე მეტ წვლილს შეიტანს ამ საქმეში და ამ კანონს ყველაზე მეტი ოდენობით დაუჭერს მხარს, ყველაზე მეტ ხმას ის იმსახურებს და თუ “ქართული ოცნება” ამას გააკეთებს დაე, მიიღოს ამ ხმების უმრავლესობა”- აცხადებს ხვიჩია.
“ლელოში” აცხადებენ, რომ კანონპროექტი უდიდესი საფრთხის შემცველია და საზოგადოებრივ სიკეთეს არ წარმოადგენს.
“არ მიგვაჩნია, რომ სამოხელეო დანაშაული დაუსჯელი უნდა იყოს. საზოგადოებისთვის საფრთხედ მიგვაჩნია, ამ ამნისტიის განხორციელების შემთხვევაში უამრავი ძალიან მძიმე დამნაშავის გამოშვება საპყრობილიდან”- ამბობს .
თეონა აქუბარდიას თქმით, ამნისტია ჰუმანური აქტია და ყოველთვის კარგია, თუმცა კანონპროექტის გაცნობისა და ავტორებთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

ასევე დაგაინტერესებთ