რუსეთი აცხადებს, რომ კონტროლი დაამყარა დონეცკის რეგიონის ქალაქ ოჩერეტინეზე

ს ძალები აცხადებენ, რომ კონტროლი დაამყარეს აღმოსავლეთ ში მდებარე ქალაქზე, რომლის დაცვაც მათ დაახლოებით ორი კვირის წინ გაარღვიეს – იმ ფონზე, როცა რუსეთის რაკეტებმა ორი ადამიანი იმსხვერპლა აღმოსავლეთში მდებარე სხვა სოფელში.
უკრაინას საპასუხო კომენტარი არ გაუვრცელებია რუსეთის მიერ 5 მაისს გაკეთებულ განცხადებაზე ქალაქ ოჩერეტინეს შესახებ. ცნობის დადასტურების შემთხვევაში ეს იქნება მორიგი უკანდახევა უკრაინის ძალებისთვის, რომლებსაც უჭირთ რუსეთის ძალების შეტევის შეკავება, სამხედრო პერსონალის და საბრძოლო მასალების ნაკლებობის ფონზე.
ყოველდღიურ განცხადებაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ მისმა ძალებმა ქალაქი დაიკავეს, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს.
უკრაინის არმია გასულ თვეში გაამხნევა -ის კონგრესის გადაწყვეტილებამ მისთვის 60 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების და აღჭურვილობის გაგზავნაზე, თუმცა იარაღის, ჭურვების და მანქანების უშუალოდ ბრძოლის ველზე გამოჩენას დრო დასჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც