ბესიკ ხარანაული – და სუნთქვამ ამოიყოლა, ნუთუ შენ აქ ხარ, იესო

საქართველოში, თბილისში, დღეს, ახლა, ამ წამიერსო,
ბრბოში, ქუჩაში, მეტროში, რას ვნახავ მე მშვენიერსო,
რაღაცა სახე დავლანდე, ვამსგავსე მე შენსმიერსო,
საქართველოში, თბილისში, დღეს, ახლა, ამ წამიერსო,
უბედურება რომ კონავს, ყველას, მაძღარს და მშიერსო,
რაღაცა სახე დავლანდე, ვამსგავსე მე შენსმიერსო.
და
სუნთქვამ ამოიყოლა, ნუთუ შენ აქ ხარ, იესო.