გია ხუხაშვილი: ღვთის მსახურება დღეს ნიშნავს ამ საქართველოს მსახურებას და არა დიდი კელაპტრებით ეკლესიის კედლებს ამოფარებული ერთი მუჭა ფარისევლებთან თანამშრომლობას

“გილოცავ საქართველო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
წუხანდელი ღამის შემდეგ, ბრმა უნდა იყო, ვერ დაინახო, სად არის რეალური რწმენა, რწმენა სიკეთის და სიყვარულის, სამშობლოს უკეთესი მომავლის, განწმენდის და განახლების.
ღმერთი დღეს იმ ახალ საქართველოშია, რომელიც ასე ტანჯვით, მაგრამ ჯიუტად და შეუპოვრად იბადებოდა ვნების კვირაში.
ღვთის მსახურება დღეს ნიშნავს ამ საქართველოს მსახურებას და არა დიდი კელაპტრებით ეკლესიის კედლებს ამოფარებული ერთი მუჭა ფარისევლებთან თანამშრომლობას.
დადგა დრო, როდესაც ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს ხვალინდელი, უკეთესი, ლამაზი, სიყვარულით და კეთილდღეობით სავსე საქართველოს სახელით…” – წერს სოციალურ ქსელში.