მასკმა ანტისემიტიზმის ბრალდებას უპასუხა: მე კაცობრიობას მხოლოდ კარგს ვუსურვებ

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი ანტისემიტიზმის ბრალდებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
This past week, there were hundreds of bogus media stories claiming that I am antisemitic.

Nothing could be further from the truth.

I wish only the best for humanity and a prosperous and exciting future for all.— Elon Musk (@elonmusk) November 19, 2023
“გასულ კვირას მედიაში გაჩნდა ყალბი ისტორიები, რომლის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ანტისემიტი ვარ. არაფერია ამაზე შორს სიმართლისგან. მე კაცობრიობას მხოლოდ კარგს, წარმატებულ და საინტერესო მომავალს ვუსურვებ”. – წერს მასკი.
ახლო წარსულში მასკი X-ში დაეთანხმა მომხმარებელს, რომელმაც დაწერა, რომ “რომ ამერიკაში ებრაული საზოგადოებები თეთრი ადამიანების მიმართ სიძულვილს აღვივებენ”.
მასკის კომენტარს განცხადებით მალევე თეთრი სახლი გამოეხმაურა. განცხადების მიხედვით, მასკის სიტყვები ანტისემიტიზმისა და სიძულვილის საშინელი ხელშეწყობაა, რომელიც ეწინააღმდეგება ამერიკის მთავარ ღირებულებებს.
კომენტარიდან ცოტა ხანში X-თან სარეკლამო პარტნიორობა გაწყვიტეს კინოსტუდიებმა Disney, Warner Bros., Paramount, Sony.