არქივი22 ოქტომბერი, 2024, 20:07
მარნეულის მუნიციპალიტეტში ბიზნესმენის სახლს ესროლეს, შემდეგ კი ხელყუმბარა შეაგდეს – Aktual.ge

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარში ბიზნესმენის სახლს ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, შემდეგ კი ხელყუმბარა შეაგდეს, იტყობინება ადგილობრივი გამოცემა „Aktual.ge“.
მათი ცნობით, შემთხვევა დღეს, 22 ოქტომბერს მოხდა და მის შედეგად არავინ დაშავებულა.
შსს-ს განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 187-ე და 236-ე მუხლებით – ნივთის დაზიანება ან განადგურება და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.