ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარკ რუტე: რუსეთი ამ ომში არ იმარჯვებს

მარკ რუტე: რუსეთი ამ ომში არ იმარჯვებს

რუსეთი ამ ომში არ იმარჯვებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოკავშირეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა უკრაინას ბრძოლის გასაგრძელებლად და საკუთარი ქალაქების დასაცავად შეიარაღება ჰქონდეს.

რუსებმა დეკემბრისა და იანვრის თვეებში 65000 ჯარისკაცი დაკარგეს. ისინი ძალიან მცირე წარმატებებს აღწევენ, იმდენად მცირეს, რომ იგი უმნიშვნელოა“, - განაცხადა რუტემ.

ასევე, რუტე მომავალ კვირას აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილ სამმხრივ მოლაპარაკებებსაც გამოეხმაურა.

„პუტინი მომავალ კვირას ჟენევაში მოლაპარაკებებზე ისტორიკოსს [მედინსკი] აგზავნის, სადაც ის უკრაინელებს შვედეთზე ან რაიმეზე ლექციას წაუკითხავს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.