ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარია ზახაროვა - აშშ აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში არეულობას, მაგრამ არ გმობს სომხეთის ხელისუფლებას აქციების ჩახშობისთვის

შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში არეულობას, მაგრამ არ გმობს სომხეთის ხელისუფლებას აქციების ჩახშობისთვის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა „ტელეგრამ“ არხზე წერს.
„თქვენთვის სულ ეს არის დემოკრატია: ერთ შემთხვევაში ვაშინგტონი თავისი საელჩოს მეშვეობით აცხადებს, რომ აქციები უნდა ჩატარდეს პასუხისმგებლობიანად და არ გმობს ხელისუფლებას მათი ჩახშობის გამო, მეორე შემთხვევაში კი, პირიქით, აქტიურად უჭერს მხარს დასავლელი უცხოური აგენტების მიერ გამოწვეულ არეულობას. „წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის“ მკაფიო ილუსტრაცია, სადაც შეერთებული შტატები, ხელის ქნევით, მომენტის კონიუნქტურიდან გამომდინარე, ცვლის ნებისმიერ „წესს“ საკუთარი ინტერესების შესაბამისად“, - აღნიშნა ზახაროვამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.