მარიამ ცერცვაძე: ლუკას სახელითაც უნდა გავიმარჯვოთ

“დღეს 5 წელი გავიდა 15
წლის ლუკა სირაძის დაღუპვიდან
ლუკა სკოლის კედელზე წარწერის გამო პოლიციაში წაიყვანეს, სადაც 6 საათზე მეტი ფსიქოლოგიური ძალადობის, მუქარისა და ზეწოლის ქვეშ ამყოფეს. ბოლო დაკითხვიდან გამოსულმა სუიციდი სცადა და მეცხრე სართულიდან გადმოხტა. ლუკა 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ეს ამბავი ასე რომ შერჩა სისტემას და იმ დღესვე არ გადავალეწეთ ყველაფერი შეიძლება მაგიტომ ვართ ახლა იქ სადაც ვართ.
ლუკას სახელითაც უნდა გავიმარჯვოთ”, – წერს სოციალუე ქსელში ორგანიზაცია animal project – ის თანადამფუძნებელი მარიამ ცერცვაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე