არქივი16 ივნისი, 2024, 12:54
მაია სანდუ - საქართველოს გვერდით ვდგავართ, როდესაც ისინი ნათელი, დემოკრატიული მომავლისკენ მიისწრაფვიან
საქართველოს გვერდით ვდგავართ, მაშინ, როდესაც ისინი ნათელი, დემოკრატიული მომავლისკენ მიისწრაფვიან, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ X-ზე წერს.
„ბიურგენშტოკში, ასევე, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შევხვდი, რათა დემოკრატიისკენ და ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებების მიმართ ჩვენი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დამედასტურებინა. საქართველოს გვერდით ვდგავართ, მაშინ, როდესაც ისინი ნათელი, დემოკრატიული მომავლისკენ მიისწრაფვიან“, - წერს მაია სანდუ.
მოლდოვის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შეხვდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.