ლაშა დიაროვი: … მათ ქვეყანა ივანიშვილის შემოსავლის წყაროდ აქციეს

საერთაშორისო კომპანიების ქართულ ბაზარზე შემოყვანისთვის ხელისუფლება არაფერს აკეთებს, იმიტომ, რომ თვითონ კარგად ცხოვრობენ, მათ ქვეყანა ივანიშვილის შემოსავლის წყაროდ აქციეს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა, ლაშა დიაროვმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები საერთაშორისო კომპანიებს ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ესაუბრებოდნენ, რათა საქართველოში ასობით სამუშაო ადგილი შეიქმნას.
„წესით, დღეს და მთავრობის წარმომადგენლები უნდა ხვდებოდნენ იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებმაც 2022 წელს ს ფედერაცია დატოვეს. ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ცდილობდნენ ინვესტიციების მოზიდვას და ამ ხალხის საქართველოში ჩამოყვანას, რათა შექმნან სამუშაო ადგილები საქართველოში. ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ ამ ბრენდებმა ფინანსები დააბანდონ ჩვენთან, რათა ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი, მაგრამ ამისთვის ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს იმიტომ, რომ თვითონ კარგად ცხოვრობენ, შემოსავალი დიდი აქვთ და ქვეყანა გადააქციეს ს შემოსავლის წყაროდ. სამწუხაროდ, სხვა ადამიანების დასაქმება მათ არ აინტერესებთ”, – განაცხადა დიაროვმა, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებლი“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ