ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“კრიტიკის ობიექტიც გავმხდარვარ ამის გამო…” – რას წერს ნიკა მელია

“კრიტიკის ობიექტიც გავმხდარვარ ამის გამო…” – რას წერს ნიკა მელია

მეგობრებო, მესმის თქვენი გულწრფელი სურვილი მოქმედებაზე გადასვლის;
თუ ამ სიტუაციაში, ვინმე გეგმას წინასწარ გთავაზობთ, თუ გეუბნებათ რომ ან გეგმის გაწერა, ან მისი ყოველდღიური მიყოლა და აღსრულება არის შესაძლებელი – გატყუებთ. შევდივართ პროცესში, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი, ვართ კონსოლიდირებულები, ვართ კომუნიკაციაში საერთაშორისო პარტნიორებთან და თუ ვინმე გეტყვით, დღეს დავიწყებთ, ერთი კვირა ვიდგებით და ზეგ დავასრულებთ – არის ტყუილი, ნუ დაგავიწყდებათ ვის და რას ვებრძვით… ამ ეტაპზე, არის პარტიების კონსოლიდაცია, ვთანამშრომლობთ ბევრი მიმართულებით, აქ ყველა თავისი ბიოგრაფიითა და თავისი ბრძოლის გამოცდილებით არის მოსული. თუ რამის გამოცდილება მაქვს, მაქვს ქუჩის ბრძოლისა და პროტესტის გამოცდილება.
და წარსულში იმის გულწრფელად თქმის გამოცდილებაც – იყო კონკრეტული ამოცანა, კონკრეტულ ვადაში შესრულებადი თუ არა, კრიტიკის ობიექტიც გავმხდარვარ ამის გამო. ახლა გეუბნებით, იქნება პროტესტი, შესაბამისი ფორმით, შესაბამის დროს, არა პროტესტი პროტესტისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.