კიმ ჩენ ინმა ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის­გან სა­ჩუქ­რად რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლი მი­ი­ღო

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერ­მა კიმ ჩენ ინმა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის­გან სა­ჩუქ­რად რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლი მი­ი­ღო, – ამის შე­სა­ხებ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტო KCNA იუ­წყე­ბა.

“ამ­ხა­ნაგ კიმ ჩენ ინს, რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის­გან რუ­სე­თის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­და­ე­ცა“, – იუ­წყე­ბა სა­ა­გენ­ტო.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რის დის, კიმ იო ჯონ­გის თქმით, ეს სა­ჩუ­ქა­რი ორი ქვეყ­ნის ლი­დე­რებს შო­რის დამ­ყა­რე­ბუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აშ­კა­რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა.