კახა კალაძე – 2 კონკრეტული მიმართულებაა, სადაც შესაძლებელია ახალი საბაგირო პროექტის განხორციელება – ერთი არის ვაზისუბნის მიმართულება, მეორე თემქის ხევის

2 კონკრეტული მიმართულებაა, სადაც შესაძლებელია ახალი საბაგირო პროექტის განხორციელება. ერთი არის ვაზისუბნის მიმართულება, მეორე თემქის ხევის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კალაძემ განმარტა, ბიუჯეტის მიხედვით დაიგეგმება საბაგირო პროექტების განხორციელება.
„იცით, რომ კვლევა გვაქვს ჩატარებული, კვლევის შედეგად 2 კონკრეტული მიმართულება არის, სადაც შესაძლებელია ახალი საბაგირო პროექტის განხორციელება. ერთი არის ვაზისუბნის მიმართულება, მეორე თემქის ხევის მიმართულება, სადაც შესაძლებელია ახალი საბაგირო პროექტების განხორციელება. იმის გათვალისწინებით, თუ როგორი იქნება ბიუჯეტის მატება მომავალი წლის განმავლობაში, ამის მიხედვით დავიგეგმებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება