ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტად არჩევა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო – ჯო ბაიდენი

კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტად არჩევა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
„ახლა, როდესაც ის ჩვენი პარტიის [საპრეზიდენტო] კანდიდატი იქნება, ძალიან ამაყი ვარ. გავიმარჯვოთ [ამ არჩევნებში]“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
მანამდე „დემოკრატიული“ პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმი ჰარისონმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა საკმარისი რაოდენობის ხმები მიიღო „დემოკრატი” დელეგატებისგან, რათა პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.