არქივი31 დეკემბერი, 2024, 11:09
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლევან ხარანაული დანიშნა

იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლევან ხარანაული დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„ლევან ხარანაული სამართლის დოქტორი და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია.
აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება; არის არაერთი სამეცნიერო კვლევისა და მონოგრაფიის ავტორი”, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.