ირინა სარიშვილი: ალბათ ელოდებიან როგორ განვითარდება მოვლენები

“ლუკა გამოვიდა იზოლატორიდან 48საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ. სასამართლო მოგვიანებით დაინიშნება საქმეთა სიმრავლის გამო. ასევე, როგორც მითხრეს, არ არის გამორიცხული მუხლის შეცვლაც, ანუ დამძიმებაც. ალბათ ელოდებიან როგორ განვითარდება მოვლენები.
ჩვენ გაგვიმართლა – არ უცემიათ, თბილისში მოხვდა და კიდევ – მისცეს საშუალება რამოდენიმე წამით დარეკვის იმის სათქმელად რომ კარგად არის და ზაჰესში გადაყავთ. რომ არა ეს ზარი, მე ლუკას გამოსვლამდე არ მეცოდინებოდა სად არის, როგორ არის და საერთოდ ცოცხალია თუ არა – ასეა უმრავლესობა. სწორედ ამიტომ ვამბობ რომ გაგვიმართლა და არ ვაპირებ მადლობა გადავუხადო ვინმეს იმისთვის რომ დაკავების მანქანაში არ სცემეს, რომ დაარეკინეს – ეს მათი მოვალეობაა და ამისთვის გმირად არავის ჩავთვლი. ისევე როგორც არ ვთვლი გმირობად თუ სასულიერო პირი რაიმე ფორმით დაიცავს ადამიანის სიცოცხლეს – ესეც მათი მოვალეობაა და არა გმირობა.
აღფრთოვანება ისეთ ქმედებაზე რასაც შენ შენი პროფესია თუ საქმიანობა გავალებს, ძალიან ზედმეტი და გამაღიზიანებელია, მით უმეტეს როცა ამდენი გმირი გვყავს ქუჩაში, რომლებსაც ყოველდღე მოწამლულ წყალს და გაზს უშვებენ, იჭერენ, ასახიჩრებენ, სასიკვდილოდ იმეტებენ და მაინც ვერ ახევინებენ უკან.
ერთად ვიყოთ, მაგრად ვიყოთ, ცოტაც გავუძლოთ და აუცილებლად გადავრჩებით!
გამოდი!” – წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – გუშინდელ მოვლენებს ერთი რამ აერთიანებს: სამიზნე იუმორია – ანუ ის, რამაც საბჭოთა რეჟიმის დროს საზოგადოებას უმძიმესი დღეები გადაატანინა და რაც ჩვენი ხასიათის ნაწილია, უნდა ამოიძირკვოს – რუსის ოცნება!

სტეფანე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად. ყველა ვინც ამ პროპაგანდაში მონაწილეობთ, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. მაგ პროპაგანდისტულ არხებზე, წამყვანი იქნება, პროდიუსერი, მუსიკოსი თუ სხვა… ყველას თქვენი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში