– 1000-მდე კაცი იყო გუშინ შეკრებილი და აქედან 100 კაცი პარტიული სახე იყო – სად უნდა ჩავიდე, ვისთან ჩავიდე – ლევან ხაბეიშვილთან ჩავიდე თუ სოფო ჯაფარიძესთან?!

1000-მდე კაცი იყო გუშინ შეკრებილი და აქედან 100 კაცი პარტიული სახე იყო. სად უნდა ჩავიდე? ვისთან ჩავიდე? ლევან ხაბეიშვილთან ჩავიდე თუ სოფო ჯაფარიძესთან? თუ ვისთან ჩავიდე? – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის მზადაა ნებისმიერ ფორმატში დიალოგისთვის.
„რა უდგას წინ, 10 კაცი მოვიდეს და ისაუბროს. იქ ჩასვლას რაც შეეხება, 1000-მდე კაცი იყო გუშინ შეკრებილი და აქედან 100 კაცი, ტელევიზორში რომ ნახავდი, პარტიული სახე იყო. რაც მე ვიცანი, მინიმუმ, 100 კაცი 1000-იდან პარტიული სახეები იყვნენ. სად უნდა ჩავიდე? ვისთან ჩავიდე? ლევან ხაბეიშვილთან ჩავიდე თუ სოფო ჯაფარიძესთან? თუ ვისთან ჩავიდე? რა უნდა ამ ხალხს ასეთი ტიპის აქციაზე თუ მართლა გულწრფელი აქციაა?! 1000 კაცია შეკრებილი და აქედან მინიმუმ ასი, რაც დავთვალე, პარტიული სახე იყო. რა უდგას წინ დისკუსიას, მოვიდეს 7, 10, 12 კაცი, რამდენიც უნდათ, ვინც უნდათ, რა ფორმატშიც უნდათ, საჯაროდ, არასაჯაროდ დავილაპარაკოთ, ადამიანურად, ნებისმიერ საკითხზე. იმიტომ არ მოდიან, რომ ძალიან კარგად იციან ყველაფერი. სიმართლე არის ჩვენ მხარეს და არა მეორე მხარეს, არჩევნებთან დაკავშირებითაც და ევროინტეგრაციის თემასთან დაკავშირებითაც“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს