ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - ლობიზმი, რაც მოქმედებს აშშ- ში, საკამათო ინსტიტუტია, ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური ქრთამის ლეგალიზებისთვის - არ ვიქნებოდი მისი საქართველოში გადმოტანის მომხრე

ირაკლი კობახიძე - ლობიზმი, რაც მოქმედებს აშშ- ში, საკამათო ინსტიტუტია, ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური ქრთამის ლეგალიზებისთვის - არ ვიქნებოდი მისი საქართველოში გადმოტანის მომხრე

ლობიზმი, რაც მოქმედებს აშშ- ში, საკამათო ინსტიტუტია, ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური ქრთამის ლეგალიზებისთვის, არ ვიქნებოდი მისი საქართველოში გადმოტანის მომხრე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „გირჩის“ დეპუტატის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებას, რომ დეპუტატებს ლობისტური საქმიანობის უფლება უნდა მიეცეთ.
კობახიძის თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილების სანაცვლოდ პოლიტიკოსის მიერ დაფინანსების მიღება აკრძალულია, ხოლო პოლიტიკური პარტიის დაფინანსება უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ და უანგაროდ.
„პოლიტიკოსის დაფინანსებას მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე ჩვენი კანონმდებლობა კრძალავს. ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც აქვს პოლიტიკოსს, უნდა იყოს დეკლარირებული შესაბამისი სამსახურის წინაშე. რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილების სანაცვლოდ პოლიტიკოსის მიერ დაფინანსების მიღება არის აკრძალული. პოლიტიკური პარტიის დაფინანსება უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ, უანგაროდ ყოველგვარი სარგებლის გარეშე. თუ საუბარია ლობიზმზე, რაც მოქმედებს აშშ- ში, მე მგონია, რომ ესეც საკმაოდ საკამათო ინსტიტუტია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური ქრთამის ლეგალიზებისთვის. ამიტომ მე არ ვიქნებოდი ამ ინსტიტუტის საქართველოში გადმოტანის მომხრე,“ - განაცხადა კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.