ირაკლი კობახიძე „თბილისის დინამოს“ „აგენტების კანონზე“ განცხადების გამო აკრიტიკებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისს“ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო განცხადების გამო აკრიტიკებს. მან მთავრობის სხდომა სწორედ კლუბის ხელმძღვანელობის კრიტიკით დაიწყო, სპორტში „ქართული ოცნების“ დროს არსებულ მიღწევებზე ისაუბრა და გააკრტიკა „ნაციონალური მოძრაობა“.
„ეს ადამიანები თბილისის დინამოს სახელით, ისტორიული კლუბის სახელით, ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს. რამდენიმე დღის წინ თბილისის დინამოს სახელით, რა შუაშია თბილისის დინამო, გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი. როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაში თბილისის დინამოს მფლობელი“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.
ს არ უხსენებია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც პარლამეტში „აგენტების კანონის“ განხილვის დროს „ფეისბუკში“ წერდნენ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებებს. საქართველოს პარტნიორები ამ კანონპროექტს ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელ გარემოებად მიიჩნევენ.
13 თვის შემდეგ, 2024 წლის 3 აპრილს მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ ხელმეორედ დააინიციირა „აგენეტბის შესახებ“ კანონი, რომელსაც გასულ წელს ხალხმრვალი პროტესტი მოჰყვას. კანონპროექტის საწინააღმდეგო განცხადებები გაავრცელეს არამხოლოდ არასამთავრობო და მედიაროგანიზაციებმა, არამედ კულტურისა და სპორტის წარმომადგენლებმაც, მათ შორის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმაც.
უფრო ადრე განცხადება გაავრცელა „თბილისი დინამომაც“: „ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპულია“.
იმის მიუხედავად, რომ ნაკრების ფეხბურთელებმა და სხვა სპორტსმენებმა, „თბილისი დინამოს“ განცხადების მსგავსი პოსტები გაავრცელს, პრემიერ-მინისტრმა მხოლოდ კლუბი გააკრიტიკა, წარმატებული სპორტსმენები კი – არა.
წინა ხელისუფლებისა და „თბილისის დინამოს“ ხელმძღვანელების კრიტიკის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თბილისში ახალი აეროპორტის გვერდით ახალი საფეხბურთო სტადიონის აშენება იგეგმება. აეროპორტის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა – ეკონომიკის მინისტრის თქმით, 2025 წლის ბოლოს მშენებლობის დეტალური გეგმა იქნება, სამი წლის შემდეგ კი თბილისის ახალი აეროპორტი მოემსახურება.