ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაურია

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაურია.
ეძგვერაძის საცხოვრებელ სახლთან პოლიციაა მობილიზებული.
“ხუთ წუთში გაჩნდა პოლიცია, ალბათ, მთელი საქართველოს პოლიცია აქ იმყოფებოდა. დილით პრემიერ – მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დააანონსა თავდასხმები და ზუსტად ასეთი თავდასხმა მოაწყვეს ირაკლი ეძგვერაძეზე. დაკავებულია ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძეც. პოლიცია უკვე თავს გვესხმის, სპეცოპერაცია მოგვიწყვეს. ირაკლი ეძგვერაძის წინააღმდეგ პოლიციამ ჩაატარა სპეცოპერაცია არაფრის გამო. ჩვენ პოლიციის მიმართ ნდობა აღარ გვაქვს” , – განაცხადა ეძგვერაძის მეგობარმა კახა ალადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს