ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„თიბისი“ VISA-ს საერთაშორისო გადახდების პლატფორმის, CyberSource-ის პირველი პარტნიორი ბანკია საქართველოში

„თიბისი“ VISA-ს საერთაშორისო გადახდების პლატფორმის, CyberSource-ის პირველი პარტნიორი ბანკია საქართველოში.
ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, CyberSource არის ბაზარზე წამყვანი საგადახდო საპროცესინგო კომპანია, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს მარტივი ინტეგრაციის საშუალებით მიიღოს და დაამუშაოს გადახდები მსოფლიოს მასშტაბით.
„CyberSource-ით სარგებლობა ნებისმიერი ზომის ბიზნესს შეუძლია, დაწყებული სტარტაპებიდან დასრულებული დიდი კორპორაციებით.
„თიბისის“ მომხმარებლებს, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს შეუძლიათ გადახდები მიიღონ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პლატფორმაზე Shopify. საგადახდო პლატფორმას მსოფლიოში 450 000 ბიზნეს პარტნიორი ჰყავს. საქართველოში კი „თიბისი“ პირველი ბანკია, რომელიც CyberSource-ის პარტნიორი გახდა.
CyberSource-ის საშუალებით შესაძლებელია ბიზნესებმა შეასრულონ გადახდები მსოფლიოს მასშტაბით და ისარგებლონ მზა ელ-კომერციის სხვადასხვა ვებ-გვერდებით.
ბიზნესებს შეუძლიათ მიიღონ ონლაინ გადახდები Visa-ს გადახდების საპროცესინგო კომპანიისგან, პირდაპირი ინტეგრაციით და ასევე, ისარგებლონ სხვადასხვა მზა კომერციული პლატფორმების გამოყენებით.
CyberSource-ის უპირატესობებია: ეხმარება ბიზნესებს გადახდების უსაფრთხოდ და ეფექტურად დამუშავებაში; ოპერირებს 160 ქვეყანაში, მოიცავს ქვეყნების 97%; მზა ელ-კომერციის პლატფორმებით სარგებლობა;
გარდა ამისა, CyberSourc-ის გამოირჩევა გადახდების მარტივი ინტეგრაციის უზრუნველყოფით და განსაკუთრებული დაცვით თაღლითობისა და "ფროდების" მიმართ. CyberSourc-ის გამოყენებით ბიზნესებმა შეძლეს 20%-ით შეემცირებინათ თაღლითობის რისკები და 15%-ით გაეზარდათ გაყიდვები.
„თიბისი“ CyberSource-ით გადახდა შესაძლებელია როგორც ნებისმიერი Visa/Mastercard ბარათით, ისე ციფრული საფულით Apple Pay ან Google Pay“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.