„თიბისის“ მობაილბანკში დაიბრუნე გადახდილი თანხა და თვეებზე გადაანაწილე

„თიბისის“ ცნობით, ბანკი მოქალაქეებს ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ლარში განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქციის უკან დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს.
მათივე ცნობით, „თიბისი“ ტრანზაქციის (პოსტ ფაქტუმ) განაწილება მობაილბანკის ფუნქციონალია, რომლის დახმარებითაც მომხმარებელს აქვს უპრეცედენტო შესაძლებლობა განხორციელებული ტრანზაქცია უკან დაიბრუნოს, გადახდა კი 4 თვემდე გადაანაწილოს მხოლოდ თვიური 1% განაკვეთით (ეფექტური 23.4%-ით).
„მაგალითად, თუ მომხმარებელი 100 ლარს დაიბრუნებს, ყოველთვიურად 26-26 ლარის გადახდა მოუწევს.
აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა ძალიან მარტივია. ამისთვის საჭიროა, დაიმტკიცოთ განაწილების ლიმიტი მობაილბანკში, განხორციელებული ტრანზაქციებიდან შეარჩიოთ ლარში განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქცია, რომლის დაბრუნებაც გსურთ და დააჭიროთ ღილაკს „ტრანზაქციის განაწილება“. წესების გაცნობისა და დათანხმების შემდეგ, თანხა ანგარიშზე დაგიბრუნდებათ და მის განაწილებას 4 თვემდე შეძლებთ. განაწილების გასაკეთებლად, მნიშვნელოვანია, რომ ტრანზაქციის გადახდიდან არ იყოს გასული 14 დღეზე მეტი.
ტრანზაქციის განაწილების ძირითადი პირობები:
განაწილება ხდება 4 თვემდე
განაწილების ლიმიტი არის 50-დან 5000 ლარამდე
1% არის თვიური საპროცენტო განაკვეთი
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის 23.4%-დან
არსებული ფუნქციონალით სარგებლობა „თიბისის“ ნებისმიერი მობაილბანკის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ