ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თემურ ცამციშვილი - ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში არსებული რეკრეაციული ზონა ნაგავსაყრელად იქცა

ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში, ჩხობაძის ქუჩაზე არსებული რეკრეაციული ზონა ნაგავსაყრელად იქცა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი არის მოსახლეობას სპონტანურად გაუხსნას ნაგავსაყრელები მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს ქუთაისი უნდა ყოფილიყო საპარლამენტო დედაქალაქი, სამთავრობო კვარტალი.
„იმ ფონზე, როცა ქუთაისი მოსახლეობის რაოდენობით სიდიდით მეოთხე ქალაქად იქცა, იმ ფონზე, როდესაც ქუთაისში საერთოდ სამუშაო ადგილები ფაქტობრივად საერთოდ არ იქნება და პირიქით, თუ ვინმე მუშაობს ამ ქალაქში მათ უდიდეს ნაწილს ამ ქალაქის დატოვება უნდა, ხედავთ რა არის ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი.
ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი არის მოსახლეობას სპონტანურად გაუხსნას ნაგავსაყრელები მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს ქუთაისი უნდა ყოფილიყო საპარლამენტო დედაქალაქი, სამთავრობო კვარტალი.
თქვენ ხედავთ „ქართული ოცნების“ 12 წლის მმართველობის თავზე რა მივიღეთ ქუთაისში- საპარლამენტო დედაქალაქის ნაცვლად, მივიღეთ ქალაქი, სადაც ასე სპონტანურად ხელისუფლების უყურადღებობის გამო იხსნება ნაგავსაყრელი“, - განაცხადა თემურ ცამციშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.