ზურაბ ჯაფარიძე: კრემლისგან ქება მიხარია და მაგიტომო?

“აბა რას იტყვიან, სერიოზული ეკონომიკური რეფორმები გაატარეს და მაგიტომ მივეცი ხმაო?
მურუსიძე კარგად მართავს სასამართლოს და მაგიტომო?
ბიძინა პრემიერებს, მინისტრებს და ვისაც გინდა რომ იცვლის წინდებივით, მაგიტომო?
ყაველაშვილის პრეზიდენტობას ვგულშემატკივრობდი და მაგიტომო?
მოროშკინა საითაცაა, იქეთ ვაძლევ სულ ხმასო?
ზარქუას ვარდისფერი გედი მევასება და მაგიტომო?
კრემლისგან ქება მიხარია და მაგიტომო?
წყნარად ვარ, მეტნაკლებად თბილად ვარ, ეს რომ დავკარგო, მერე სად წყალში ჩავარდე და მაგიტომო?
და სანამ ასე ვარ, არც ახალგაზრდების წამება, არც ვინმეს შიმშილით სიკვდილი, არც კორუფცია და არც სხვა არაფერი მაღელვებს, და მაგიტომო?
და ა.შ. და ა.შ. უსასრულო სიაა.
“ომი არ მინდოდა და მაგიტომ მივეცი ხმა ქოცებს” – არის უნივერსალური პოზიცია, რომელიც ჭამს ყველა ზემოთ ჩამოთვლილს და ერთი შეხედვით მორალის სიბრტყეში აბრუნებს სრულიად ამორალურ ნაბიჯს.
რეჟიმის მმართველობის ამ ეტაპზე პროპაგანდის მიზანი არაა რამე დააჯეროს ვინმეს.
მისი მიზანია არგუმენტებით მოამარაგოს ისინი, ვისაც უკვე უარი აქვს ნათქვამი სინდისზე” – წერს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”