ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა

ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა

თბილისის მე-3 და მე-4 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, მწერალი და ესეისტი ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ.
ზაალ სამადაშვილი არის ავტორი სცენარისა სრულმეტრაჟიანი ფილმისათვის "თემო". ასევე დაწერილი აქვს სცენარი მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის "გარსევანი".
ზაალ სამადაშვილმა 2007 წელს თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით დააარსა ლიტერატურული პრემია, „გალა“.
2016 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია საბა წიგნისათვის იუნკერ ერისთავის ბუცები ნომინაციაში „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“.
ზაალ სამადაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.