ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში დამატებითი F-16-ები ჩამოფრინდა - ეს კარგი ახალი ამბავია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანამ კიდევ რამდენიმე F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი მიიღო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"უკრაინაში დამატებითი F-16-ები ჩამოფრინდა. ეს კარგი ახალი ამბავია", - განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ვიდეოკონფერენციის დროს.
ამასთან, მან არ დააკონკრეტა მოიერიშე თვითმფრინავების რა რაოდენობა მიიღო უკრაინამ და რომელი ქვეყნიდან.
პრეზიდენტი ზელენსკი გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის განცხადებას სუმის ოლქში F-16-ის ჩამოგდების შესახებ და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"რუსებმა მოიტყუეს, რომ ჩამოაგდეს F-16-ი. ტყუილია! F-16-ი არავინ ჩამოუგდია! აი, რამდენიმე F-16 კი ნამდვილად ჩამოფრინდა უკრაინაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.