“ველოდები წევრი ქვეყნებისგან სანქციებს” – ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ევროპარლამენტარების კრიტიკის მიუხედავად, ევროკავშირისგან სანქციებს არ ელოდება, თუმცა აღნიშნული მოსალოდნელია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან. მისი თქმით, არასდროს ევროპარლამენტის რეზოლუცია მხოლოდ ფურცელზე არ დარჩენილა და ისინი შესაბამის ნაბიჯებს ყოველთვის დგამენ.
სრული ეროზიაა სახელმწიფო ინსტიტუტების და როგორც ჩანს, ჩვენი საელჩოები გაჩერებულები არიან და არაფერს არ აკეთებენ. არ ასრულებენ იმ დავალებებს, რომლებსაც აძლევს მათ ერთი პარტია. უნდა დარჩნენ ქვეყნის საელჩოები და არა პარტიის განაყოფებად და ამასობაში, საერთოდ არაფერს არ აკეთებენ. ეს ძალიან სახიფათოა. მე არ ველოდები ევროკავშირის სანქციებს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტი ამ რეზოლუციას დაამტკიცებს, მე ველოდები წევრი ქვეყნებისგან სანქციებს. არასდროს დღემდე ევროპარლამენტის რეზოლუცია ფარატინა ქაღალდზე არ დარჩენილა. სხვადასხვა ფორმით ის ყოველთვის იწყებს მოქმედებას, – ამბობს ხიდაშელი.
გუშინ ევროპარალამენტის ტიბუნიდან ევროდეპუტატებმა მთელი მსოფლიოს გასაგონად კიდევ ერთხელ თქვეს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება რუსულ კანონს მიიღებს, საქართველოსთან მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს. ევროპარლამენტარებმა ქვეყნისთვის არც სტატუსის შეჩერება გამორიცხეს და სანქციებიც დაანსონეს.

ასევე დაგაინტერესებთ