ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად აქტივისტები პარლამენტთან შეიკრიბნენ

აქტივისტები სამოქალაქო მოძრაობებიდან „ჯიუტი“, „ტალღა“ და „კარი“ ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად პარლამენტთან შეიკრიბნენ. მათ პლაკატებიც მიიტანეს წარწერებით: „რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი“, „თავისუფლება ლაზარეს“, „ორი წელი ჯიუტად ევროპისკენ“.
შეკრებილებს სიტყვით მიმართა აქტივისმა ნატა ფერაძემ. მისი თქმით, დღეს პარლამენტთან მისვლის მიზანი ტექნიკური დეტალების შეთანხმებაა - შეიქმნება ჯგუფი, სახელად ტალღა, სადაც მოქალაქეები აქციებისთვის მოემზადებიან და გადაწყვეტილებებს დემოკრატიულად მიიღებენ, უმრავლესობით.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.
დაწერეთ კომენტარი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.