“ეს უბრალოდ ტყუილი და სისულელეც არაა, ეს არის მავნებლური ტყუილი” – დავით ზურაბიშვილი

იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ მუშაობს სახელისუფლო პროპაგანდა, შევარჩიე ჩემი აზრით ასეთი პროპაგანდის ერთი ტიპიური ნიმუში. ბრჭყალებში მომყავს ციტატა ნიმუშიდან. ავტორისგან ნებართვა არ ამიღია, მაგრამ საქმის კურსში ჩავაყენე, რომ მის ნააზრეევს გამოვიყენებდი. რატომ მივიჩნიე ეს სტატუსი საყურადღებოდ? იმიტომ, რომ მსგავს მოსაზრებებს ძალიან ხშირად ვაწყდები შედარებით ზომიერ ქოცებში. თუ ვივარაუდებთ, რომ ასეთები უფრო მეტნი არიან, ვიდრე ალტინფოიდი ფაშისტები (და ეს ასეა), მაშინ ვფიქრობ მოყვანილი ნიმუში საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ხშირად შეიძლება მოგვიწიოს კამათი მსგავსი შეხედულების მქონე ადამიანთან. კერძოდ, ავტორი წერს, რომ “დასავლეთი ფაქტობრივად, უკვე ღიად უჭერს მხარს ნაციონალური მოძრაობის თაოსნობით ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლას სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციური მედიების დახმარებითურთ. იქნებ ამ კანონის მიღებით უნდა სწორედ ოცნებას – გამოკვეთოს თავისი ამომრჩეველი, რომელსაც ძალიანაც უნდა ევროპული მომავალი, მაგრამ არ უნდა ისეთი ევროპა, რომელიც ქართველ ხალხს ნაციონალებს დაასვამს თავზე, იმ ნაციონალებს, რომლის რეჟიმიც არასდროს გაუპროტესტებია დასავლეთს და რომლის არსიც კაცთმოძულეობა და რეპრესიებია… ხომ არ მზადდება მეორე ,,მაიდანი”, რათა უკვე დასავლეთის მხარდაჭერილი ნაცოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა განხორციელდეს და ს დასასუსტებლად აქ ომის გაჩაღების წინაპირობები შექმნან?” მთელ ამ პასაჟში ჩაქსოვილია, რამდენიმე, თუ შეიძლება ასე ითქვას, მამალი ტყუილი ტყუილი 1. დასავლეთი ღიად უჭერს მხარს ნაცმოძრაობის მობრუნებას ხელისუფლებაში ეს არის სრული სისულელე და არ ეფუძნება აბსოლუტურად არანაირ მტკიცებულებას. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ დასავლეთი არასდროს არ უჭერს მხარს საქართველოში რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რამეში ხომ უნდა გამოიხატებოდეს ეს მხარდაჭერა? სააკაშვილის გათავისუფლებაც კი არ მოუთხოვია ოფიციალურად არცერთ დასავლურ ქვეყანას, არც პოლიტპატიმრად გამოუცხადებია და არც კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად დაუყენებია. ნაცების მოსვლა რომ ნდომებოდათ ხელისუფლებაში, როგორმე მისი ლიდერის გათავისუფლებაზეც იტყოდნენ ორიოდ სიტყვას (ცალკეული ევროპარლამენტარების და პოლიტიკოსების გამონათქვამები არ ითვლება). ერთადერთი რასაც დასავლეთი ითხოვდა და ითხოვს, არის სახელმწიფოს მხრიდან პატიმრისთვის ნორმალური პირობების უზრუნველყოფა და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რაც სავსებით სამართლიანი მოთხოვნაა. უბრალოდ დასავლეთის “ნაცობის” საბუთად გამოიყენება ივანიშვილის ხელისუფლების კრიტიკა. რახან, აკრიტიკებ ოცნებას, ესე იგი ნაცი ხარ! ტყუილი 2. დასავლეთს არასდროს გაუკრიტიკებია ნაცების რეჟიმი. ეს უბრალოდ ტყუილი და სისულელეც არაა. ეს არის მავნებლური ტყუილი, რადგან აქ არის მცდელობა დასავლეთი წარმოაჩინონ რეპრესიების მხარდამჭერად, სინამდვილეში, რომ არა დასავლეთი, 2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლება არ შეიცვლებოდა და სენატორებმა რიშმა და შაჰინმა, რომლებიც მაშინ თბილისში იმყოფებოდნენ, ძალიან დიდი როლი ითამაშეს იმაში, რომ სააკაშვილმა აღიარა დამარცხება. ეს სხვათა შორის იცის ყველამ, ვინც მაშინ ოცნების შტაბში იყო და ბუნებრივია იცის თავად ბიძინა ივანიშვილმაც. სააკაშვილის ხელისუფლებას ნამდვილად დიდი მხარდაჭერა ჰქონდა დასავლეთისგან 2007 წლის ნოემბრამდე, მაგრამ მისი პრეზიდენტობის მეორე ვადაში ასეთი მხარდაჭერა უკვე აღარ იყო. მეტიც, ფრიდომ ჰაუსის, ჟურნალ “ეკონომისტის” და დავოსის ფორუმის რეიტინგებში საქართველოში დემოკრატიის ხარისხი საკმაოდ დაბალი ნიშნით იყო შეფასებული, იმდენად დაბალით, რომ ქართული ოცნების მაჩვენებელი, რომელიც ამ მხრივ ათი წელია იკლებს, ჯერ ვერ ჩამოვიდა ნაცების მაჩვენებლამდე. და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ცოტა სასაცილოა და მწირი ინტელექტის ნიშანია იმის სერიოზული დაშვება, რომ ამერიკა თავგამოდებით ჩალიჩობს აქ ნაცების მოყვანაზე ხელისუფლებაში უკვე რამდენიმე წელია და ამას ვერ ახერხებს ბიძინას ბრძნული პოლიტიკის და მამუკა მდინარაძის, ირაკლი კობახიძის და ს გმირული წინააღმდეგობის გამო. ტყუილი 3. ნაცოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა დასავლეთს ჭირდება აქ ომის გასაჩაღებლად და რუსეთის დასასუსტებლად. კიდევ ერთი მავნებლური სისულელე. თუ ვინმეს არ აწყობს საქართველოში ომი, ეს პირველ რიგში სწორედ დასავლეთია, რადგან საქართველო არ არის და აქ იმდენად უთანასწოროა სამხედრო ძალების თანაფარდობა, რომ რუსეთის არმიას არ გაუჭირდება სწრაფად მოახდინოს მთელი ქვეყნის ოკუპაცია. მით უმეტეს, რომ სულ რაღაც ორმოც კოლომეტრშია მისი ჯარი თბილისიდან. რანაირად შეიძლება ასეთი სცენარი აწყობდეს დასავლეთს? თუ ადამიანი არ ხარ სრული დებილი ან შუბლისძარღვგაწყვეტილი უსინდისო, ცხადია ვერ იტყვი რომ აწყობს. მოკლედ რომ შევაჯამო, ქოცური პროპაგანდის ეს ტიპიური ნიმუში ეყრდნობა სამ თეზისს ა) დასავლეთი მხარს უჭერს ნაცების მობრუნებას ხელისუფლებაში ბ) დასავლეთს იმიტომ უნდა ნაცები, რომ ქვეყანა ჩააბას ომში და ამით დაასუსტოს რუსეთი გ) ამის გამო ერჩის დასავლეთი ოცნებას, მაშინ როცა ნაცების მმართველობა არასოდეს გაუკრიტიკებია.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სამივე ეს თეზისი არის სუფთა ტყუილი და ვფიქრობ ჩვენ არ უნდა დავიზაროთ მათი მხილება სადაც კი ხელის მიგვიწვდება. ნუ ვიტყვით რომ ამას აზრი არა აქვს. აზრი არა აქვს ფაშისტოიდ ქოცებთან კამათს, რომელთაც დასავლეთი იდეის დონეზე არ უნდათ და გაპიდარასტების შიში აქვთ. მათთან ლაპარაკი ნამდვილად ამაო გარჯაა, მაგრამ იმ ხალხს, ვინც ასეთი ფაშისტი არ არის, მაგრამ მაინც აყოლილია ხელისუფლების პროპაგანდას, პირიქით, რაც შეიძლება ბევრი უნდა ველაპარაკოთ, რადგან აქ ჩვენ გვიპირისპირდება სიცრუე და ტყუილები, ჩვენს მხარეს კი არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელსაც სიმართლე ჰქვია.