ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ეს კანონი ძალიან პრობლემატურია გაწევრიანების გზაზე“ - ევროკომისიის გენერალური დირექტორი

„თბილისში ძალიან დაძაბული კლიმატია. ადგილი აქვს ესკალაციას და პოლარიზაციას. ყველას მოვუწოდებ ტემპერატურის დაწევისკენ. ძალიან არაჯანსაღი სიტუაციაა“, - ამის შესახებ ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა, ხერტ იან კოოპმანმა თბილისში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტი პრობლემებს ქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
„გარკვევით განვაცხადე, რომ ეს კანონი ძალიან პრობლემატურია გაწევრიანების გზაზე. კანონპროექტი ჯერჯერობით მეორე მოსმენით მიიღეს და წინ კიდევ არის მესამე მოსმენა, ასევე შეიძლება მას მოჰყვეს პრეზიდენტის ვეტო. ვფიქრობ, დრო, რომელიც წინ გვაქვს, უნდა იქნეს გამოყენებული კანონის შინაარსზე მსჯელობისთვის, ჩვენთვის იმ სახით, როგორც არის, კანონპროექტი მიუღებელია. შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. გამჭვირვალობა, როგორც ფასეულობა, კარგია, ჩვენ ევროპაში ვაფასებთ გამჭვირვალობას, იმედი მაქვს, ამ კანონის ამ სახით მიღება არ მოხდება და ჯერ კიდევ არის შესაძლებელი მისი შეცვლა”, - აღნიშნა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.