“ეს აგიჟებთ” – კალაძე

ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ოლიგარქიული რეჟიმის კრიტიკას, “ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი გამოეხმაურა და ევროპელი პოლიტიკოსები გაზულუქებულ, კორუმპირებულ ბიუროკრატებად მოიხსენია, რომლებიც მისი თქმით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის თემით აშანტაჟებენ.
„მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ზოგიერთ ევროპელ გაზულუქებულ, კორუმპირებულ ბიუროკრატს, რომლებიც შანტაჟის ენით ესაუბრებიან ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ. გინდ ევროინტეგრაციის საკითხით გვაშანტაჟონ, გინდაც პირადად, საქართველოს ინტერესები არ დაითმობა. ჩვენ მსგავსი რეზოლუცია ბევრი გვინახავს, შანტაჟიც ბევრი გვახსოვს. ჯერ კანდიდატის სტატუსის თემით გვაშანტაჟებდნენ, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნის თემით, ახლა კი, ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების შეთანხმების საკითხს იყენებენ. ევროპელი ბიუროკრატები, რადიკალურ დაჯგუფებებთან ერთად, დამარცხდნენ არჩევნებში, ქართველმა ხალხმა მათ უთხრა არა. სწორედ ეს აგიჟებთ და ამიტომ გვაშანტაჟებენ“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…