არქივი22 ივლისი, 2024, 21:28
ესტონეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კრისტენ მიხალის კანდიდატურას მხარი დაუჭირა
ესტონეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კრისტენ მიხალის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს.
კრისტენ მიხალს, რომელიც ესტონეთის კლიმატის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, 64-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 27-მა პარლამენტარმა მისცა.
კრისტენ მიხალი ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კაია კალასს შეცვლის, რომელიც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე დანიშვნის გამო 15 ივლისს გადადგა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.