ეროვნულ ბიბლიოთეკას ქართველოლოგ ვინფრიდ ბოედერის პირადი ბიბლიოთეკა გადაეცა

ქართველოლოგმა ვინფრიდ ბოედერმა (1937-2023) საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას თავისი პირადი ბიბლიოთეკა, რამდენიმე ასეული გერმანული წიგნი გადასცა. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
მათივე ცნობით, წიგნების გერმანიიდან საქართველოში ტრანსპორტირება ფინანსურად მეცნიერის ოჯახმა უზრუნველყო.
ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის ვინფრიდ ბოედერის ოჯახს ამ გულუხვი საჩუქრისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე: ქალბატონო მაკა, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩიხში შეყვანაზე – დიახ, თქვენც მოგეთხოვებათ პასუხი, რატომ გამოვიდა ქვეყანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან – ყველაფერს დავარქვათ სახელი