“ერთადერთი წამალია, ნუ შეგვიყვარდება პოლიტიკოსები!..“- ლევან წულაძე

რეჟისორი ლევან წულაძე „კვირის პალიტრასთან“ გამოთქვამს მოსაზრებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

“გმირები სულ გვყავდა, მაგრამ ბოლო წლებია, მაინც სულ გმირებს ვეძებთ და მერე ის გმირები, როგორც წესი, დრაკონებად იქცევიან ხოლმე. მერე გვიკვირს, ეს რატომ მოხდა, გვიჭირს საკუთარი პოზიციის უარყოფა და შემდეგ ეს ყველაფერი უამრავ ადამიანურ და ცხოვრებისეულ დრამას ბადებს. ამიტომ ერთადერთი წამალია, ნუ შეგვიყვარდება პოლიტიკოსები. ვუყუროთ მათ კრიტიკულად! ხომ ხედავთ, სულ ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ.

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ამ ახალგაზრდების შემართება უკვალოდ არ ჩაივლის, მათი ხმა დიდ გამარჯვებამდე მიიყვანს ჩვენს ქვეყანას. ძალიან მარტივი საკითხია – ან წინ უნდა წავიდეთ, ან უკან. უკან რუსეთი და აღმოსავლეთია….“- ამბობს ლევან წულაძე.

ინტერვიუს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ “კვირის პალიტრის“ 16-22 დეკემბრის ნომერში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო