ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ერდოღანმა, ირანის პრეზიდენტის დაღუპვასთან დაკავშირებით, ქვეყანაში ერთდღიანი გლოვა გამოაცხადა

„ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოვაცხადოთ ერთდღიანი ეროვნული გლოვა ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის დაღუპვის გამო“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი აქტიურად იყო ჩართული ვერტმფრენის სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში.
„ამინდის გამო შექმნილი რთული პირობების მიუხედავად, თურქულმა სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა სამუშაოები 7,5 საათის განმავლობაში ჩაატარა“, – განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.