ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ენტონი ბლინკენმა იოავ გალანტს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ხელშეწყობისკენ მოუწოდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა სატელეფონო საუბრისას ღაზის სექტორში არსებული ვითარება განიხილეს, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკელმა დიპლომატმა გაიმეორა ამერიკული მხარის გაფრთხილება ქალაქ რაფაჰში დიდი შეტევის დაწყებასთან დაკავშირებით. ბლინკენმა „ხაზგასმით აღნიშნა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაცვის გადაუდებელი აუცილებლობა“ და მოუწოდა გალანტს, უზრუნველყონ ღაზის სექტორში დახმარების შესვლისა და განაწილების ხელშეწყობა.
„ბლინკენმა ასევე დაადასტურა აშშ-ის მტკიცე ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ და ჰამასის დამარცხების საერთო მიზანი“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.