არქივი13 ივნისი, 2024, 19:12
„ევროპის უნივერსიტეტის“ ქორეოგრაფიული ანსამბლი და პოპ-ჯგუფი გამორჩEUლი საბერძნეთში კონცერტს გამართავს
22 ივნისს „ევროპის უნივერსიტეტის" ქორეოგრაფიული ანსამბლი და პოპ-ჯგუფი გამორჩEUლი თესალონიკში (საბერძნეთი) კონცერტს გამართავს.
„ევროპის უნივერსიტეტის“ ინფორმაციით, ქორეოგრაფიული ანსამბლი კონცერტზე ქართულ ტრადიციულ ცეკვებს შეასრულებს, ხოლო პოპ-ჯგუფი გამორჩEUლი, როგორც ქართული ასევე უცხოური რეპერტუარით იქნება წარმოდგენილი
კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებს თესალონიკში არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი "ფესვები".
კონცერტზე დასწრება უფასოა.
კონცერტი გაიმართება Cinema Kolosseon-ში.
მის: Leof. Vasilissis Olgas 150, Thessaloniki, Greece.
დასაწყისი: 20:00 საათი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.