ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დუმა შესაძლებელს ხდის რუსეთში ნებისმიერი ორგანიზაციის გამოცხადებას არასასურველად

რუსეთის სახელმწიფო დუმამ სამშაბათს მეორე და მესამე, საბოლოო, მოსმენით მიიღო კანონპროექტები, რომლებიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, რუსეთში არასასურველად აღიაროს ნებისმიერი უცხოური ორგანიზაცია. კერძოდ, ახლა არასასურველი ორგანიზაციების რეესტრში შესაძლებელია იმ ორგანიზაციების შეტანა, რომელთა დამფუძნებლები არიან მესამე ქვეყნების სამთავრობო უწყებები.
კანონპროექტები თებერვალში შევიდა დუმაში. ავტორია სათათბიროს კომისია, რომელიც იკვლევს რუსეთის საქმეებში უცხო სახელმწიფოების ჩარევას. სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა, ცვლილებების საჭიროება განმარტა მოქალაქეების დაცვის სურვილით იმ ორგანიზაციებისგან, რომლებიც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ქვეყნების მიერ არის შექმნილი და რომლებიც „რუსეთის წინააღმდეგ ეწევიან საქმიანობას“.
რომელ ორგანიზაციებზეა ლაპარაკი, არ არის დაკონკრეტებული. კანონპროექტი არ ვრცელდება საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებზე, რომელთა წევრია რუსეთი და ორგანიზაციებზე, რომლებიც შედის უცხო სახელმწიფოს სამთავრობო ორგანოების სტრუქტურაში, აღნიშნავს ტასი.
ე.წ არასასურველი ორგანიზაციების სია რუსეთში 2015 წლიდან არსებობს. ხელისუფლებამ მასში შეიყვანა თითქმის 180 არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია და მედიასაშუალება, მათ შორის რადიო თავისუფლების რედაქცია. რუსეთში ასეთი ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.